უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ რუსეთმა „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რუსეთმა „ტერორისტული ორგანიზაციების“ ფედერალურ სიაში შეიტანა „ქართული ლეგიონი“, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის.

თავად ლეგიონში რუსეთის ამ გადაწყვეტილებას აფასებენ „ქართული ლეგიონის“ ეფექტიანად მოქმედების დასტურად.

კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტოებმა დღეს, 14 ივნისს, გაავრცელეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადება, რომლის თანახმად, სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ უშიშროების სამსახურის „მტკიცებულებების“ საფუძველზე, „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიარა „გასამხედროებული ფორმირება ქართული ნაციონალური ლეგიონი“.

„ეს ნიშნავს ჩვენს ეფექტურ მუშაობას, რასაც ასევე გავაგრძელებთ და ქართული ლეგიონი დღეს აუცილებლად აღ
ნიშნავს რუსეთში ტერორისტულ სიაში შეყვანას",
- უთხრა რადიო თავისუფლებას ლეგიონის ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაში ისიც წერია, რომ „ქართული ლეგიონი“ 2014 წელს შეიქმნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს „პატრონაჟით“ და დღეს წარმოადგენს „ეროვნული ნიშნით დაკომპლექტებულ ყველაზე მსხვილ შეიარაღებულ ფორმირებას“, რომლის წევრები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში და კავშირი აქვთ რუსეთის ტერიტორიაზე „დივერსიულ-ტერორისტული აქტების ორგანიზებასთან, რუსი სამხედროების წამებასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასთან".
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მამუკა მამულაშვილის და „ქართული ლეგიონის“ სხვა წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აქვს აღძრული, დაქირავებული მებრძოლების გადაბირების და შეიარაღებულ კონფლიქტში მათი ჩართვის მუხლებით.

2024 წლის თებერვალში მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ მამულაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიარება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ „ქართული ლეგიონის“ წევრების „დანაშაულებრივი საქმიანობა კვალიფიცირებული იყოს“ სისხლის სამართლის კოდექსის „ტერორისტული მიმართულების“ მუხლებითაც.
წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print E-mail
FaceBook Twitter Google