შემოსავლების სამსახური: წითელ ხიდზე 15 ტონამდე არადეკლარირებული დიზელი შემოჰქონდათ
შემოსავლების სამსახურის ცნობით, წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში 15 ტონამდე არადეკლარირებული დიზელის საწვავი აღმოაჩინეს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის – „წითელი ხიდი“ მებაჟე ოფიცრების მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის და მისი მისაბმელის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოჩენილი იქნა
15-ტონამდე არადეკლარირებული დიზელის საწვავი.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისას, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა.

შემოსავლების სამსახური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან”,
– ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print E-mail
FaceBook Twitter Google