მარნეულის კულტურის ცენტრი საბავშვო სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება
15 სექტემბერს, მარნეულის კულტურის ცენტრში, თოჯინური სპექტაკლი "ლუნა და ციცინათელების პლანეტა" პრემიერა გაიმართება, სადაც გადმოცემულია ერთი ოჯახის ამბავი, რომლის გარშემოც ჯადოსნური თავგადასავლები ხდება.  კულტურის ცენტრის დირექტორის, ნატო შავიშვილის თქმით, სპექტაკლი 7-10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვისაა განკუთვნილი.

,,ხვალ არის პერმიერა, დახურული ჩვენებაა. ამის მერე დაიწყება ღია ჩვენებები სამი დღე იქნება ქალაქში და შემდეგ სოფლებში გაიმართება ეს ჩვენებები. სპექტაკლი არის ბავშვებისთვის და მშობლებისთვის განკუთვნილი".-თქვა ნატო შავიშვილმა

სპექტაკლი ,,ლუნა და ციცინათელების პლანეტაა" გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის,  მარნეულის კულტურის ცენტრთან თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართება.

პიესა რომელიც მარნეულის კულტურის ცენტრში 16,17და 19 სექტემბერს, დღეში ორჯერ, 12:00 საათზე და 15:00 საათზე გაიმართება, ეფუძნება საბავშვო წიგნს "ლუნა და ციცინათელების პლანეტა",-ს,  რომლის ავტორი, მწერალი, დავით გორგილაძეა.
Print E-mail
FaceBook Twitter Google