მარნეულის მერია ახალი ნაგავმზიდი მანქანის შეძენას 301 008 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ერთი ნაგავმზიდი მანქანის შეძენას გეგმავს. მერიამ ნაგავმზიდი მანქანის შესაძენად 301 008 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

„შემოთავაზებული საქონელი უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში, ვინაიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების ნაწილი არის გრუნტოვანი და ამასთან ერთად მუნიციპალიტეტის ტერიტორია ფარავს აგრეთვე მაღალმთიანი დასახლებების / პუნქტების სტატუსის მქონე ზონებს/არიალებს, რისთვისაც შეუფერხებელი მომსახურებისათვის და შესასყიდი პროდუქციის ხანგრძლივი / უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის საჭიროება მოითხოვს წარმოდგენილ იქნეს მაღალი ხარისხის და უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტის მქონე საქონელი“. - აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში

სატენდერო წინადადების მიხედვით, ახალ ნაგავმზიდ მანქანას საგარანტიო ვადა ორი წელი ან 200 000 კილომეტრი უნდა ჰქონდეს.

„მუშა მოწყობილობის სტრუქტურა: ნიჩაბი, ჩამტვირთავი, ფუნქციონირებენ ჰიდრავლიკური ცილინდრების მეშვეობით, ჰიდრავლიკური სისტემა ფუნქციონირებს ჰიდრავლიკური ტუმბოს მეშვეობით. ჩართვა ხდება გადაცემათა კოლოფზე დამონტაჟებული ძალის ამრთმევი კოლოფის საშუალებით. ნაგავმზიდის ორივე უკანა მხარეს განთავდებული უნდა იყოს სახელურები და მტვირთავი მუშის დასადგამი ბაქანი.“ - აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ახალი ნაგავმზიდი მანქანის შესყიდვისათვის ტენდერი 20 სექტემბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 9-დან 12 ოქტომბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google