მარნეულის მერიის და საკრბეულოს საშტატო ნუსხაში ცვლილებები შევიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საშტატო ნოსხაში ცვლილებები შევიდა. 20 სექტემბერს გამართულ საკრბეულოს სხდომაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა შუბითიძემ განაცხადა, რომ მერიის ზედამხედველობის სასმსახურის დებულების ცვლილების გამო დასაქმებულთათვის რანგირების გაზრდა გახდა საჭირო.

„ამან მოთხოვნა გააჩინა, რომ სამსახურში უფრო მაღალკვალიფიციური კადრები უნდა იქნეს დასაქმებული და მოზიდული. აქედან გამომდინარე, თითოეული სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოხსენებითი ბარათით მოთხოვნილი იქნა და აქ ახსნილი იყო ამ ცვლილების საჭიროება, რამაც გამოიწვია ამ რანგების მომატება“. - განაცხადა მამუკა შუბითიძემ

შუბითიძის განმარტებით, მერიაში საშტატო ერთეული არ იზრდება და ცვლილება მერიის საშტატოში ამ დრომდე არსებულ ვაკანსიებს შეეხო. საერთო ჯამში 6 ვაკანტური ადგილი გარდაიქმნა და რანგირება მოემატა.

ცვლილებები შევიდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და მათი თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ დადგენილებაშიც. მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ საშტატო ნუსხა არც საკრებულოში არ იზრდება და ხდება არსებულ პოზიციებზე გადაადგილება.

მოგახსენებთ, რომ ჩვენს ხელშეკრულებაში არსებული დასაქმებულების რიცხოვნობა არ იზრდება, მხოლოდ პოზიციების შეცვლა მოხდება და გადაადგილება არსებულის, ანუ ფუნქციები შეეცვლებათ შიგნით საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულომ 20 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მერიისა და საკრებულოს საშტატო ნუსხებში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google