ბაღის გარეშე დარჩენილი ბავშვები პირველ ქესალოში
ოთხი წლის ზაბითი, მინაია, ზამინი, ბაჰარი, სუნარი, საფურა, თუნჯაი და კიდევ რამდენიმე მათი თანატოლი, 15 სექტემბერს ბაღში ვერ წავიდა.

სააღმზრდელო დაწესებულება პირველ ქესალოში მცხოვრებლებს არ აქვთ, მათ სოფელთან ახლოს მდებარე ბაღში კი ადგილები შევსებულია. მოსახლეობა ამბობს, რომ წლებია ამ ვითარებას შეგუებულები არიან. სახლში გამოკეტილ ბავშვებს ხშირად ქუჩაში სიარულით ან სილაში თამაშით თუ გაართობენ. ერთად შეკრებაც იშვიათი ფუფუნებაა იმ ფონზე, როდესაც სოფელში მცხოვრები ოჯახები მესაქონლეობით ან მებაღეობით არიან დაკავებულები. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ საბაზისო უნარებს, რასაც სააღმზრდელო დაწესებულება მათში უნდა დებდეს სახლში ვერ აძლევენ.

"საბავშვო ბაღები არ გვაქვს, არადა პატარა ბავშვები გყვავს ოჯახში. სკოლაში ბ მოუმზადებლები მიდიან. გვინდა, რომ სოფელში ბაღი იყოს, ჩვენმა ბავშვებმა იქ იარონ, საბაზისო ქცევის წესები ისწავლონ. ბაღებში რეგისტრაცია არც გაგვივლია.  ერთი ბაღი მხოლოდ კაპანახჩიშია და იქ ჩვენ ბაშვებს ვერ ვატარებთ. რაც ვიცით ვასწავლით, რაც არ ვიცით, ვერ ვასწავლით.  დამატებით ვერაფერს ვაკეთებთ, ბავშვები ვერ სწავლობენ და ვრჩებით ყველა ასე. რას აკეთებს ბავშვი მთელი დღე? - არაფერს. თამაშობს, თუ არ თამაშობს, ჭირვეულობს, ტირის. აჭმევ აძინებ და სხვა რა უნდა აკეთოს"?! - ამბობს სარა გასუმოვა

"ზოგ ოჯახს მეზობელ სოფელში, კაპანახჩში დაჰყავს ბავშვები. მინიმუმ 10 ლარის საწვავი აქვთ ჩასასხმელი ყოველ დღე რომ ბავშვები ატარონ. ეს ეკონომიკურ პრობლემებს უქმნის ოჯახს. ჩვენც გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა იარონ საბავშვო ბაღში და განათლება მიიღონ, განვითარდნენ - საზოგადოებაში ადაპტირება მოახდინონ. ბავშვი მაშინვე ოჯახიდან სკოლაში კი არ წავიდეს მოუმზადებელი, არამედ ყველა საჭირო ეტაპი გაიაროს. ეს ყველაფერო კარგად მოქმედებს ბავშვის ცხოვრებაში სიახლეებზე“ ,- გვითხრა ნაზიფა ალიევამ



ქესალო ერთადერთი სოფელი არაა მარნეულში, სადაც საბავშვო ბაღების პრობლემა აქვთ. მუნიციპალიტეტის მასშატბით სულ 84 სოფელია, სააღმზრდელო დაწესებულება კი მხოლოდ 14. სკოლამდელი განათლების უფლება ყოველწლიურად მარნეულში ასობით ბავშვს ერთმევა. სიტუაცია წელს კიდევ უფრო რთულია იმის გათვალისწინებით, რომ ორი სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ყოველწლიურად ორასზე მეტ ბავშვს იღებს, სარემონტო სამუშოების გამო დაკეტილია. არსებულ ვითარებას მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვიც გვიდასტურებს და ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალს ახლა ბაღებში განაზღვრულზე მეტი ბავშვების მიღებაში და დამხმარე პერსონალის დამატებაში ხედავს. ასევე დაგეგმილია 5 სკოლამდელი მზაობის ცენტრის დამატება. მივე თქმით იგეგმება 9 ახალი ბაღის მშენებლობა.

ვიდრე მარნეულში 9 ახალ საბავშვო ბაღს ააშენებენ, ჯერჯერობით გვრჩება რეალობა, სადაც ფუნდამენტური განათლებს უფლება წელს სამასამდე ბავშვს წერთვა. ეს რეგისტრირებული აღსაზრდელების სტატისტიკის საფუძველზე, თუმცა არ გვაქვს მონაცემები იმ ბავშვების, რომლებსაც რეგისტრაცია საერთოდ არ გაუვლიათ.



Print E-mail
FaceBook Twitter Google