იმერეთის შემდეგ ქვემო ქართლში ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს
საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 688 600 ადამიანს შეადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე მეტი ადამიანი იმერეთში, ქვემო ქართლსა და აჭარაში ცხოვრობს.

იმერეთის მოსახლეობის რაოდენობა 466 600 ადამიანს შეადგენს, შემდეგია ქვემო ქართლი მოსახლეობის 434 500 მოსახლით, ხოლო აჭარაში 355 500 ადამიანი ცხოვრობს.

ქვემო ქართლის ფართობი 6 436.2 კვადრატული კილომეტრია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, ქვემო ქართლში უმუშევრობის დონე 25.2%-ია. რეგიონში დასაქმებულთა რაოდენობა 123 900 ადამიანია. ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 39 300 ადამიანს შეადგენს, ხოლო დასქმებულთა საშუალოთვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 111,2 ლარს შეადგენს.

საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი დედაქალაქში, თბილისში, ცხოვრობს. თბილისის მოსახლეობის რაოდენობა, 2022 წლის 1 იანვირის მონაცემებით, 1 177 200 ადამიანს შეადგენს.

გთავაზობთ საქართველოს რეგიონების ჩამონათვალს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით:

კახეთი - 304 900 ადამიანი
მცხეთა-მთიანეთი - 92 400 ადამიანი
შიდა ქართლი - 250 500 ადამიანი
სამცხე-ჯავახეთი - 148 300 ადამიანი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27 600 ადამიანი
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 301 200 ადამიანი
გურია - 105 300 ადამიანი

Print E-mail
FaceBook Twitter Google