მარნეულის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი აგილ ამირჯანოვი გახდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად აგილ ამირჯანოვი დაინიშნა.
აგილ ამირჯანოვი მარნეულის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად დანიშვნამდე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსად მუშაობდა.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას აგილ ამირჯანოვმა განაცხადა, რომ მერიის ქონების მართვისა და მატერიალულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი პოზიციაზე ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული და ის კონკურსის წესით შეარჩიეს. ამირჯანოვი უფლებამოსილების შესრულებას 11 ოქტომრიდან შეუდგა.

ამირჯანოვი არის პარტია „ქართული ოცნების“ შემომწირველი. მან 2017 წელს პარტიას 45, ხოლო 2021 წელს 2 200 ლარი შესწირა.


„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე, ახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების მართვას, აღრიცხვას, დაცვას და მისი მიზნობრივი გამოყენებისათვის საჭირო შესაბამის ღონისძიებებს, ახდენს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ-პროგრამულ უზრუნველყოფას და ხელს უწყობს შესაბამისი მიმართულებით ახალი/მოწინავე/თანამედროვე ციფრული/ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას“.
- აღნიშნულია ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულებაში

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიის სამსახურების უფროსების ცვლილება გასული თვიდან დაიწყო. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას დღემდე არ გაუკეთებია განმარტება, თუ რამ გამოიწვია სტრუქტურული ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google