ჯარიმების ადგილზე გამოსაწერად ზედამხედველობის სამსახურისთვის პლაშეტებს ყიდულობენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამი პლანშეტის შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, რომ პლანშეტები მერიას ზედამხედველობის სამსახურისათვის სჭირდებათ. მერიის განმარტებით, ახლადშეძენილ პლანშეტებში სპეციალური პროგრამა ჩაიწერება რომლის მეშვეობითაც ზედამხედველობის სამსახურის თანამშომლები ადგილზე მოახდენენ კანონდარღვევის აღრიცხვასა და ჯარიმების გამოწერას.

მარნეულის მერიამ კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების შესყიდვისათვის 2 794 ლარის ღირებულების ტენდერი 17 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 23-დან 25 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

ღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური გარევაჭრობის ასაკრძალად ახალი ღონისძიების გატარებას გეგმავს. როგორც მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, თურალ ისმაილოვი ამბობს, ანტისანიტარიის შემთხვევებზე მათ სამსახურს საჯარიმო ქვითრების გამოწერა ადგილზე შეეძლებათ, თუმცა მანამდე საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ. დაგეგმილია ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულების კიდევ ერთხელ გაყვანა.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google