ახალი აზროვნების ინსტიტუტმა ვებგვერდის პრეზენტაცია გამართა
დღეს, 24 ოქტომბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "ახალი აზროვნების ინსტიტუტის" ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა. რადიო "მარნეულთან" საუბრისას "ახალი აზროვნების ინსტიტუტის" წევრმა და პროექტის "ორგანიზაციის თანამშრიმელთა განვითარება და გარე ურთიერთობების გაძლიერება" ხელმძღვანელმა მაგამედ ბაირამალიევმა აღნიშნა, რომ საიტზე მუშაობა ივნისიდან დაიწყეს.

"პროექტის მიზანს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი აზროვნების ინსტიტუტის" ორგანიზაციული განვითარება და თანამშრომლების განვითარება. შესაბამისად, ამ მიმართულებით გვქონდა ბევრი აქტივობები, თანამშრომლების დატრენინგება, ორგანიზაციის ვებგვერდის შექმნა, ოტგანიზაციის გაცნობითი ვიდეორგოლების გადაღება და ა.შ. დღეს გვექნება ორგანიზაციის ვებგვერდის გაცნობითი შეხვედრა და დაინტერესებული პირებისათვის ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობა".

დაინტერესებულ პირებს "ახალი აზროვნების ინსტიტუტის" საქმიანიბისათვის თვალყურის დევნა საიტზე Nti.ge-ზე შეეძლებათ. საიტი სამენოვანი იქმება და მოსახლეობას ინფორმაციას ქართულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე მიაწოდებს.

"ვებგვერდი შევქმენით იმისთვის რომ ჩვენს ორგანიზაციაზე ყველა დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს იქ. ყველა ანგარიში, ჩატარებული აქტივობები, ჩასატარებელი კურსები, უფასო და ფასიანი მომსახურობები ხელმისაწვდომი იქნება საიტზე. ეს გამჭვირვალობის მაჩვენებელი იქმება და ახალგაზრდებს უფრო მისცემს საშუალებას ისარგებლონ მეტი შესაძლებლობით "ახალი აზროვნების ინსტიტუტის" მიერ".

პროექტი "ორგანიზაციის თანამშრიმელთა განვითარება და გარე ურთიერთობების გაძლიერება" "კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის მიერ გამოცხადებული" კონკურსის ფარგლებში მიმდინარეობს. ახალი აზროვნების ინსტიტუტმა პროექტზე მუშაობა 2022 წლის ივლისიდან დაიწყო და მისი მიზანი ორგანიზაციის საქმიანიბისა და თანამშრომლების გაძლიერებაა.

რადიო "მარნეული"
Print E-mail
FaceBook Twitter Google