ყიზილაჯლოში კაცის დაჭრის ფაქტზე შსსმ ერთი პირი დააკავა
23 ოქტომბერს მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში, მომხდარი დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. შსს-მ 1970 წელს დაბადებული კაცის დაჭრის ფაქტზე 1985 წელს დაბადებული ჰ.ი. დააკავა, რომელსაც ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძნეა-შენახვა-ტარება ედება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, 1970 წელს დაბადებული ა.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“. - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვემო ქართლის პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი, ცეცხლსასროლი პისტოლეტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და სსკ-ის 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print E-mail
FaceBook Twitter Google