სამი სოფელის სპორტული დარბაზის მშენებლობის პროექტში მერია 135 000 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სამ სოფელში
სპორტული დარბაზის აშენებას გეგმავს.
მარნეულის მერიამ სოფლებში სპორტული დარბაზების ასაშენებლად საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერი 3
ნოემბერს გამოაცხადა.
ტენდერის მიხედვით, მერია სამი სპორტული დარბაზის მოსაწყობი
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის 135 000 ლარის
დახარჯვას აპირებს.
სატენდერო წინადადების მიხედვით, სპორტული დარბაზის მოწყობა იგეგმება
სოფელ წერეთელში, ალგეთსა და სადახლოში. თითოეული დარბაზის
ასაშენებელი სავარაუდო ღირებულება კი 1 500 000 ლარს შეადგენს.
მარნეულის სამ სოფელში სპორტული დარბაზის მშენებლობის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების
შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება კომპანიებს
16-დან 25 ნოემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.
რადიო „მარნეული“