მერიაში 2022 წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიში განიხილეს
7 ნოემბერს, მარნეულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ნავერიანმა 2022 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიში წარადგინა. აღნიშნა, რომ ამ წლის 9 თვის ფაქტიური შემოსავლები 20%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.

„2022 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, შემოსულობებმა 881 146 ლარით გადააჭარბა გადასახდელებს. ანუ, შემოსულობები უფრო მეტი იყო, ვიდრე გადასახდელები. ჯამში ფინანსური აქტივების ცვლილება შეადგენდა 3 086 568 ლარს. სოციალური დაცვა, რომელშიც მოაზრება ოჯახებისა და ბავშვების დაცა, ისე ავადმყოფთა სოციალური დაცვა, აქ 2 375 000 ლარი იყო გამოყოფილი და 1 991 000 ლარი უკვე ათვისებულია სამი კვარტლის მონაცემებით. ასევე ხდება ერთჯერადი დახმარებები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, ამ მუხლში 648 301 ლარია დახარჯული სამი კვარტლის მონაცემებით. 83% შესრულებულია. სარიტუალო მომსახურებაში გვაქვს 1 700 ლარი . აქ იგულისხმება ომის ვეტერანების და დევნილთა გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი დახმარება“

9 თვის ანგარიშის მოსმენა ვრცლად შეგიძლიათ აქ:



სხდომის დასრულებისას კომისიის წევრებმა მაია ნავერიანს ჰკითხეს იყო თუ არა ბიუჯეტში გათავლისწინებული ავტოპარკის განახლება. საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემრულების თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას მომავალი წლისთვის გეგმაში აქვს 4 ახალი ავტობუსის შეძენა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კომისიების სხდომების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება ახლახანს დაიწყო. როგორც 4 ნოემბერს, რადიო „მარნეულს“ საკრებულოს საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ურთიერთობისა და გენდერული განყოფილების უფროსმა, ია ესებუამ უთხრა, კომისიების სხდომების გამოქვეყნების და ღიაობის კანონით გათვალისწინებული ვალდებულება ამიერიდან შესრულდება.

Print E-mail
FaceBook Twitter Google