10 თვეში მარნეულში 1 226 ბავშვი დაიბადა
მარნეულის მუნიციპალიტეტში 2022 წლის 10 თვის განმავლობაში 1 226 ბავშვი დაიბადა.

679 ბიჭი, ხოლო, 547 გოგო. სტატისტიკა იანვრი-ოქტომბრის მონაცემებს ასახავს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორი სამშობიარო მუშაობს. რადიო "მარნეულმა" ინფორმაცია ,,ავერსის" და ,,ჯეო ჰოსპიტალსის"" სამედიციონო დაწესებულებებიდან გამოითხოვა.

მონაცემების მიხედვით, მარნეულის ,,ჯეო ჰოსპიტალსის" სამშობიაროში 2022 წელს 630 ახალშობილი დაიბადა, მათგან 355 მამრობითი სქესის, ხოლო 279 მდედრობითი სქესის.

„ავერსის“ სამშობიაროში 10 თვეში 592 ბავშვი დაიბადა, მაგთგან 324 ბიჭი, 264 კი გოგო.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის განმავლობაში მარნეულში 1595 ბავშვი დაიბადა.

გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი
Print E-mail
FaceBook Twitter Google