გიორგი მუმლაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
გიორგი მუმლაძე პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის
არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ „ფეისბუქზე“ დაწერა. მუმლაძის
განმარტებით, არჩევნებში მონაწილეობის მიზანია „არსებული უუნარო
თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი, სრულად
ჩამოცილდეს პარტიის მართვას“.
„ცვლილებების შემდეგ, პარტიის უზარმაზარი ადამიანური და
მატერიალური რესურსი, უნდა მიემართოს რუსი ოლიგარქის "იძულების
კამპანიისკენ", რითაც დავიხსნით მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური
ტყვეობიდან და გადავარჩენთ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს!
მოვითხოვ, ჩემი წარმომადგენლები, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის
არჩევნების ფორმატის შემუშავებაში, რომ პროცესი იყოს სანდო,
გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს სამართლიან კონკურენციას! პარტიაში
ჩატარდება ძირეული და არა კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები.
დამკვიდრდება შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი.
გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება მონაწილეობითი და არა
კულუარული! ვიწვევ ნიკა მელიას, ნებისმიერი ფორმატის საჯარო დებატებში
და მზად ვარ, არგუმეტურებულად ავუხსნა ნაციონალური მოძრაობის
მხარდამჭერებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად
დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები ამ პარტიისთვის!“
- წერს გიორგი მუმლაძე
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი გახდა, რომ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას
ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და
პოლიტიკურ სამდივნოს.