მარნეულის მერიას 8 თანამშრომლის გადამზადება 715 ლარი დაუჯდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის რვა თანამშრომელი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადების ტექნიკების“ თემაზე გადაამზადეს.

მერიის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული მომსახურების გამარტივებული შესყიდვა მარნეულის მერიამ შპს „საქართველოს იურისტთა უმაღლეს სკოლასთან“ გააფორმა.

„ტრენინგის თემატიკა მოიცავს: სახელმწიფო შესყიდვების არსი, ხელშეკრულების აუცილებელი პირობები და პუნქტები; როგორ ხდება ხელშეკრულების დადება, ტენდერთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან ურთიერთკავშირი, სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვა, ხელშეკრულების პროექტი, (ბაზრის კვლევის თავისებურებანი) საგადასახადო სისტემის მოთხოვნები სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებაში; გამარტივებული შესყიდვით და სხვა კანონისმიერი საშუალებებით ხელშეკრულების დადება; არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების დაბეგვრის მეთოდები-დღგ-ს კავშირი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის კავშირი შესყიდვებთან მიმართებაში; სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, მისი წარდგენის წესი და პრინციპები“; - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში

გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, მარნეულის მერიის სამმა თანამშრომელმა დისტანციურად, ხოლო ხუთმა პირისპირ მეთოდით ტრენინგი 5 ნოემბერს გაიარა. 8 თანამშრომლის გადამზადება ადგილობრივ თვითმმართველობას 715 ლარი დაუჯდა.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google