ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო სამირა ბაირამოვას გადაეცა
საქმოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ, ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო მიიღო.
დღეს, 16 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების მიერ გამოვლენილი ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოვეს.

აღსანიშნავია, რომ ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო 2018 წელს რადიო "მარნეულმა" მიიღო.

Print E-mail
FaceBook Twitter Google