თამარისის პარკში სანიტარული კვანძის მოსაწყობად 28 063 ლარი დაიხარჯება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ თამარისში სარეკრეაციო სივრცეში სანკვანძის მშენებლობისათვის შპს „სოფო“-სთან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა.

მარნეულის მერია თამარისში სანიტარული კვანძის მშენებლობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გეგმავს, რისთვისაც 28 063 ლარია გამოყოფილი.

შპს „სოფო“-სა და მარნეულის მერიას შორის გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 16 ნოემბერს გაფორმდა, პროექტისათვის გათვალისწინებული 28 063 ლარიდან 19 400 ლარს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო 8 663 ლარს ადგილობრივი თვითმმართველობა გამოყოფს.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, შპს „სოფო“ ვალდებულია სოფელ თამარისში სარეკრეაციო სივრცეში სანიტარული კვანძი 60 კალენდარულ დღეში მოაწყოს.

ფოტო: სოფელ თამარისის პარკი - რადიო „მარნეულის“ არქივი
რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google