ახალ დიოკნისში სავარჯიშოების მოწყობასა და ალავარში სკვერის შემოღობვაში მერია 31 684 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ახალ დიოკნისში სავარჯიშოების მოწყობისა და სოფელ ალავარში სკვერის შემოღობვისათვის გამარტივებული შესყიდვა შპს „სოფო“-სთან გააფორმა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლებში პროექტის განხორციელება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადაწყვიტა. ორივე პროექტის საერთო ღირებულება 31 684 ლარს შეადგენს. აქედან 22 517 ლარი ახალ დიოკნისში სავარჯიშოების, ხოლო 9 166 ლარი ალავარის სკვერის შემოღობვისათვისაა გამოყოფილი.

მარნეულის მერიამ შპს „სოფო“-სთან გამარტივებული წესით ხელშეკრულება 16 ნოემბერს გააფორმა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით შპს „სოფო“ ვალდებულია მასზე დაკისრებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google