მიზანში მიზნის მისაღწევად - მშვილდოსანი გოგოები მარნეულიდან
სალომე ხარშილაძე და თათა ნავერიანი მარნეულელი მშვილდოსნები არიან. სალომე იყო მარნეულში პირველი გოგო, რომელმაც მარნეულის სპორტულ სკოლაში მშვილდოსნობაზე სიარულის გადაწყვეტილება მიიღო. სამი წლის წინ, სალომეს კიდევ ერთი მშვილდოსანი გოგო, თათა ნავერიანი შეუერთდა. გოგოები არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურნირებზე წარმატებით ასპარეზობენ.

„მშვილდის აწყობას, 15-20 წუთი სჭირდება. აწყობის პროცესი არ არის, რთული. სირთულეები, ძირითადად, სროლის პროცესში გვხვდება“ - ამბობს სალომე ხარშილაძე.

„ერთი შეხედვით, მარტივია, თუმცა ასე სულაც არაა. ძალიან დეტალური სპორტია და ერთმა პატარა მილიმეტრიანმა დეტალმა, შეიძლება დიდი სხვაობა გამოიწვიოს შენი შედეგის“ - გვიყვება თათა ნავერიანი.

ვრცლად გოგოების შესახებ ვიდეოში გიყვებით:


Print E-mail
FaceBook Twitter Google