მერიამ „ეტალონს“ კონკურსში მონაწილეობისთვის წელსაც 2 960 ლარი ჩაურიცხა
მარნეულში „ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ჩემპიონატი ჩატარდება.

ინტელექტ-ჩემპიონატი ონლაინ რეჟიმში გაიმართება. კონკურსის დისტანციურ რეჟიმში ორგანიზება/ჩატარების მმსახურებისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, 2960 ლარიანი ფამარტივებული შესყიდვა უკვე განახორციელა. კონკურსის პირველი ეტაპი 30 ნოემბერი, მეორე ეტაპი კი 2 დეკემბერს ჩატარდება. ღონისძიებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს.

„ბატონო ქენან, მოსწავლეთა არაფორმალური განათლების მხარდაჭერისა და მოტივაციის სახალხო პროექტი „ეტალონი“ 18 წლიანი გამოცდილების კვალდაკვალ, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წარმატებულად აგრძელებს დისტანციურ ფორმატში მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში ინტელექტუალური კონკურსის - საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარებას და უფროსკლასელებს შორის (მე-8, მე-9, მე-10 და მე11) „ეტალონი“ მოსწავლეების გამოვლენას. უკვე დანერგილი და არაერთგზის აპრობირებული ინოვაციური ონლაინ-პლატფორმის საშუალებით, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ უცვლელ ექსკლუზიურ პრინციპებზე დაყრდნობით ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში. კონკურსის დისტანციურ რეჟიმში ორგანიზება/ჩატარების ღირებულება უცვლელია და შეადგენს - 2960 ლარს. გამოვლენილი მოსწავლ(ეები)ის დაჯილდოება შესაძლებელია დაჯილდოება-ღონისძიების სახით, რომელიც თქვენი მუნიციპალიტეტის შესაბამისი წარმომადგენლობის, მუნიციპალიტეტის განათლების სფეროს - წარმატებული სკოლების ხელმძღვანელობისა და „ეტალონი“ მოსწავლეების ჩართულობით გაიმართება.“ - ვკითხულობთ გამარტივებული შესყიდვის ტენდერში მარნეულის მერისთვის მიწერილ წერილს.

კონკურსის მონაწილე თითოეულ მარნეულელ მოსწავლეს საკონკურსო ტესტის დასრულებისთანავე მიენიჭება სახელობითი ელექტრონული სიგელი, რომელზეც დატანილი იქნება მარნეულის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა (გერბი). შესაბამისი სიმბოლიკა დატანილი იქნება ასევე, კონკურსში გამარჯვებული მარნეულის „ეტალონი მოსწავლის“ სპეციალურ დიპლომზე.


გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print E-mail
FaceBook Twitter Google