თაქალოელების მერთან შეხვედრა არ შედგა - თბილისში აქციებს აანონსებენ
თაქალოს მაცხოვრებლემა, 29 ნოემბერს სოფელში ჩატარებული საპროტესტო აქციის შემდეგ, 30 ნოემბერს მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გადმოინაცვლეს. ისინი დილიდან ითხოვდნენ მარნეულის მერთან, კენან ომაროვთან შეხვედრას და სტუაციაში გარკვევას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გასხვისებასთან დაკავშრებით. აქცია, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, თაქალოელებმა პასუხის მიღების გარეშე დატოვეს. მოსახლეობასთან მერიიდან ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა შუბითიძე გამოვიდა და თაქალოელებს სიტუაციაში გასარკვევად მერიაში შესვლა შესთავაზა, თუმცა შეხვედრა მედიის გარეშე უნდა შემდგარიყო.

„თუ გვინდა, რომ ვილაპარაკოთ საქმეზე, რაც გაწუხებთ, მზად არის მერი შეგხვდეთ. მოსვლისთანავე მე ვიყავი ჩამოსული და შემოგთავაზეთ ოთხი -ხუთი ადამიანი ამობრძანებულიყავით ზემოთ, დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. ტელევიზიები (მედია) თუ ამოვა, პრობლემა არ არის, კომენტარსაც გავაკეთებთ შეხვედრის შემდეგ. როგორც თქვენ გააკეთებს, კომენტარს, ასევე გავაკეთებთ ჩვენც“ - თქვა მამუკა შუბითიძემ.

თაქალოელები აცხადებდნენ, რომ მერიაში მედიის გარეშე შესვლა არ სურთ. მოსახლეობამ მერიის მიმდებარე ტერიტორია დატოვა და თბილისში აქციების ჩატარება დაანონსა. მათი თქმით, სოფლის ინტერესების დასაცავად თბილისში, კანცელარიასთან მივლენ.

"ჩვენ უკვე აღარ გენდობით. გადაღების გარეშე შემოსვლა არ გვინდა. რატომ არ გამოდიან გარეთ? თუ მართალია ადამიანი და არის საქმის კურსში, გამოვიდეს გარეთ"

"ჩვენ თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოში წავალთ. რითი არჩინოს თავი სოფლის მოსახლეობამ. ამდენ ხალხს დახმარება სჭირდება. ამბობენ 5-6 კაცით ამოდით ზემოთ. დანარჩენებს არ უშვებენ"

"ჩვენდამი პატივისცემა ნახეთ. ხმის მიცემა როცა საჭიროა კარდაკარ დადის- "ხმა მოგვეცით, ხმა მოგვეცითო". ჩვენ მათგან არაფერი არ გვინდა. ვითხოვთ ჩვენს მიწას. მოვკდებით, მაგრამ ჩვენ მიწას არ დავთმობთ“
- ამბობენ თაქალოელები

ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ საქმის კურსშია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რომელიც მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ შეხვდა. მოსახლეობა ამბობს, რომ მიწის გასხვისების შესახებ ახლახანს შეიტყვეს. საუბარია 32 ჰექტარზე, რომელსაც მოსახლეობა ყოველწლიურად პროდუქტების მოსაყვანად ამუშავებდა და ერთ ჰექტარში წლიურად იჯარის სახით 102 ლარს იხდიდა. შიშობენ, რომ ერთადერთი შემოსავლის წყარო სოფლს წაერთმევა.

რადიო მარნეული ამ დრომდე ცდილობს გაარკვიოს, მიწები, რომელიც კერძო პირებზეა გადაცემული, როგორ შეეძლება მოსახლეობას სარგებლობა, არსებობს თუ არა ალტერნატივა და როგორ არის გათვალისწინებული აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე ადგილობრივების ინტერესები.

მასალა განახლდება

Print E-mail
FaceBook Twitter Google