თაქალოელები მიწის საკითხზე გიორგი დოხტურიშვილს შეხვდნენ
თაქალოელები მიწის საკითხთან დაკავშირებულ პრობლემაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდენ. გიორგი დოხტურიშვილთან გამართულ შეხვედრას თქალოში მცხოვრები შირან ახმედოვი ესწრებოდა. ამბობს, რომ დღეს კონკრეტული გადაჭრის გზები ვერ მოძებნეს, თუმცა მიიღეს დაპირება, რომ მიწის საკთხში მონაწილე ყველა მხარე ერთმანეთს შეხვდება და გადაწყვეტილებას ისე მიიღება.

„10-12 კაცს არ უშვებდნენ შიგნით. ჩვენ გარკვეული შემოთავაზე გვითხრეს. მოსახლეობა არ დათანხმდა. ანუ, ჩვენ ბაბაქერის მთის ძირზე არსებულ მიწას გვთავაზობენ. ხალხი არ დათანხმდა, ჩვენგან ძალიან შორსაა. მეზობელი სოფლის მიწაა. ჩვენ არ გვაწყობს არანაირად. ვთხოვეთ და ვურჩიეთ, რომ ადგილები შეცავლონ. ვინც იჯარით აიღო, ეგ წავიდეს და ბაბაქერის მთაზე ბაღი გააკეთონ. ხალხს კი თავის გამოყენებული მიწა დაუბრუნონ. გუბერნატორმა თქვა, რომ მე დავუძახებ იმ პირებსაც და თქვენცო. ჩემთან მოვაგვაროთ საქმეო. მე შეგათანხმებთო. შევეცდები, რომ თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდესო. თქვენც თქვენი მდგომარეობა მოყევითო. ისინიც ალბათ გაიგებენ. ჩვენც შევთანხმდით მიწების შეცვლის პირობით. თუ დათანხმდებიან მშვოდობის გზით შევცვლით მიწებს. ისინი სხვაგან ბაღს გააკეთებენ. ხალხი კი თავის მიწას გამოიყენებს. შედეგებს დაველოდებით, მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას“- შირინ ახმედოვმა თქვა

მიწის საკითხთან დაკავშირებით თაქალოელებმა სოციალური სამართლიანობის ცენტრს მიმართეს. ორგანიზაციამ პირველი შეხვედრა ადგილობრივებთან 1 დეკემბერს გამართა. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბარში სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი ამბობს, აღნიშნულ თემაზე ისინი სამართლებრივ მოკვლევას იწყებენ.

„როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ მიწის ნაკვეთი, რომლითაც სარგებლობდნენ, ცოტა ხნის წინ გაიცა კერძო პირზე სახელმწიფოს მიერ, რასაც ისინი აპროტესტებენ. სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ მიწის ნაკვეთებზე მფლობელობას ადგილობრივი მოსახლეობა ახორციელებდა და ადგილობრივმა თვითმმართველობამაც იცოდა, რომ ეს იყო მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო, თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებებმა და ადგილობრივმა თვითმმართველობამ ეს საკითხი არ გაითვალისწინეს და ყოველგვარი გარემოებების შეფასების და შესწავლის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება ამ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის თაობაზე. დღეს ოყო მოსახლეობის შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულთან და როგორც მოსახლეობამ გაგვიზიარა, გარკვეული დაპირებები მიიღეს რაც ეხება ალტერნატიული მიწის ნაკვეთის შეთავაზებას და უახლოეს მომავალში, ალბათ, შედგება ასევე შეხვედრა იმ ადამიანთან, ვინც უშუალოდ მიიღო ეს მიწის ნაკვეთი იჯარით და შემდგომ დაიწყება მოლაპარაკების პროცესი“

მოსახლეობა ამბობს, რომ მიწის გასხვისების შესახებ წოტა ხნის შეიტყვეს. საუბარია 32 ჰექტარზე, რომელსაც მოსახლეობა ყოველწლიურად პროდუქტების მოსაყვანად ამუშავებდა და ერთ ჰექტარში წლიურად იჯარის სახით 102 ლარს იხდიდა. შიშობენ, რომ ერთადერთი შემოსავლის წყარო სოფლს წაერთმევა. 30 ნოემბერს ადგილობრივებმა საპრპტესტო აქცია მოაწყვეს მარნეულის მერიასთან. ისინი დილიდან ითხოვდნენ მარნეულის მერთან, კენან ომაროვთან შეხვედრას და სტუაციაში გარკვევას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გასხვისებასთან დაკავშრებით. აქცია, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, თაქალოელებმა პასუხის მიღების გარეშე დატოვეს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google