რუსთავის მერიამ მარნეულს სამი ერთეული მეორადი ავტობუსი აჩუქა
რუსთავის მერიამ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას მეორადი მოხმარების ავტობუსები აჩუქა. მარნეულის მერიის მიერ ინდივიდუალურ მეწარმე გიორგი საცერაძესთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, რუსთავის მერიის მიერ მარნეულისათვის ნაჩუქარ ავტობუსებს ტექნიკური დათვალიერება და შეკეთება ესაჭიროება.

„როგორც მოგეხსენებათ, მარნეულის მუნიციპალიტეტს რუსთავის მერიამ უსასყიდლოდ უვადოდ სარგებლობაში გადმოსცა 3 (სამი) ერთეული მეორადი მოხმარების ავტობუსი. ავტობუსებს, შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ესაჭიროება როგორც ტექნიკური დათვალიერება, ასევე მიმდინარე შეკეთება, რის გამოც საჭიროა მათი ტრანსპორტირება ევაკუატორის მიერ“. - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მერიამ გიორგი საცერაძესთან ავტობუსების ევაკუატორით ტრანსპორტირების მომსახურეობისათვის 1 350 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google