საქართველო ყოველწლიურად 70-დან 80 მლნ დოლარამდე მინის ბოთლებს ყიდულობს - მთავარი იმპორტიორი რუსეთია
საქართველო ყოველწლიურად საშუალოდ, 70-დან 80 მლნ დოლარამდე მინის ბოთლებს ყიდულობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში 79.170 მლნ დოლარის ღირებულების მინის ბოთლები, ბოცები, ქილები შემოვიდა. ეს კი თითქმის 9 მლნ დოლარით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2024 წელს ქვეყანამ 70. 638 მლნ დოლარის მინის ჭურჭელი შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ როგორ სხვა წლებში, 2025 წელსაც საქართველოში მინის ჭურჭელი/ბოთლები
ძირითადად რუსეთიდან შემოვიდა, მასზე მთლიანი იმპორტის თითქმის 50% მოდის. მეორე ადგილს სომხეთი იკავებს, ხუთეულში შედიან ჩინეთი, აზერბაიჯანი და მათ შორის, ომში მყოფი უკრაინა.

საქართველო მინის ბოთლების 50% რუსეთში ყიდულობს
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5 ქვეყანას, სადაც 2025 წელს საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით მინის ჭურჭელი, მათ შორის, ბოთლები შეიძინა:
  • რუსეთი - 38.805 მლნ დოლარი
  • სომხეთი - 27.459 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 2.356 მლნ დოლარი
  • ჩინეთი - 2.187 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 1.848 მლნ დოლარი
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის დ­ადგენილებით 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).

წყარო: BPN
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər