ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტი „სარფის“ გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა.

გამოძიების თანახმად, დანარჩენმა ორმა პირმა
საზღვარი იმ პერიოდში გადმოკვეთა, როდესაც მათ მიმართ საერთაშორისო ძებნა ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული.

ამ დროისთვის დაკავებულების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər