თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კოტეჯის აშენებით დაინტერესებულ მოქალაქეს ფიქტიური ხელშეკრულება გაუფორმა და დაჰპირდა, რომ 17 900 აშშ დოლარად ხის კოტეჯს აუშენებდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ბრალდებულმა დაზარალებულს საწყის ეტაპზე 30
000 ლარი გადაარიცხინა, რაც შემდგომში სრულად მიისაკუთრა", -
შსს წერს.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში მხილებული პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს და სასჯელის სახედ 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər