შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და
ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ
საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა
ძვირადღირებულ ტექნიკას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.
სამართალდამცველები დანაშაულის ჩამდენი
პირი ბრალდებულის სახით
დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით სრულად
ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და სასჯელის სახედ 7 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.