შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის
ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, რომელთა
შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი
ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სარეალიზაციოდ
გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება
„მეთადონი“. გარდა ამისა, პოლიციის მიერ ამოღებულია ნარკოტიკების
დაფასოებისთვის განკუთვნილი შესაბამისი მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე
კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს
წარმოადგენს და სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.