შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კომპლექსური
მოქმედებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ
თურქეთის, ინდოეთის,
რუსეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, პაკისტანის, სომალის,
სომხეთის, სუდანის, ტაილანდის, ეგვიპტის, ერაყისა და სხვა
სახელმწიფოების მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოდან გაძევებულ ყველა
პირს ქვეყანაში ხელახლა შემოსვლაზე აკრძალვა დაუწესდა.