119 731 ლარის წლიური ხელფასი, ანგარიში ბელგიის ბანკში, ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი - რა ქონებას ფლობს მაკა ბოჭორიშვილი
უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავალი, ანგარიში ბელგიურ ბანკში და 119 731 ლარის წლიური შემოსავალი მინისტრის პოსტზე - ასეთია მცირე ინფორმაცია მაკა ბოჭორიშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური დოკუმენტი 2026 წლის ივნისში წარადგინა.

დეკლარაციის თანახმად, მინისტრის საკუთრებაშია თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლის 50%-იანი წილი, რომელიც მან 2014 წელს ჩუქება/მშენებლობის ფორმით მიიღო.

ამასთან, მინისტრის 100%-იან საკუთრებაშია ორი ბინა დედაქალაქში: 109.7 კვ.მ. ფართობის
ბინა, რომელიც 2024 წელს 180 000 აშშ დოლარად შეიძინა და 58.75 კვ.მ.-ის ბინა, რომელიც 2019 წელს 90 000 აშშ დოლარად არის ნაყიდი.

დოკუმენტის თანახმად, მის სახელზეა ასევე რეგისტრირებული 1 500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი წავკისში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრს 2022 წელს 77 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, მინისტრს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე (მათ შორის, ბელგიურ ბანკ Belfius-ში) ჯამურად, 7 206 ლარი, 3 321 აშშ დოლარი და 2 934 ევრო ერიცხებოდა. მასვე უფიქსირდებოდა 89 265 დოლარის იპოთეკური სესხი.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, 2025 წელს მინისტრის პოზიციაზე მუშაობისთვის მაკა ბოჭორიშვილმა შემოსავლის სახით 119 731 ლარი მიიღო. დამატებითი შემოსავლების ნაწილში კი უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული 31 200 აშშ დოლარი უფიქსირდება.

რას შეეხება გასავალს, საგარეო საქმეთა მინისტრი დეკლარაციაში უთითებს, რომ გასულ წელს იპოთეკური სესხის დასაფარად 17 129 აშშ დოლარი გასავალი ჰქონდა, სარემონტო სამუშაოებსა და ავეჯში - 40 000 ლარი, ხოლო მოგზაურობაში - 10 000 ლარი დახარჯა.

წყარო: BPN

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər