აჭარაში სასურსათო მაღაზიას საქმიანობა შეუჩერეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სასურსათო მაღაზია შპს „აჭარა“ შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საქმიანობა შეუჩერეს.

ინსპექტირების შედეგად, ობიექტზე
ვადაგასული სურსათი, მათ შორის ხორცპროდუქტები, დაფიქსირდა. ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər