შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ბათუმში,
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი
უცხო ქვეყნის მოქალაქე
დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების
მიერ სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებული პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული
საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.