აჭარაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ბრალდებით უცხოეთის 6 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმსა და ხელვაჩაურში ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ
შორის „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər