პაპუას პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
პაპუას პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ინდონეზიის პაპუას პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა.

ინდონეზიის, ეროვნული კატასტროფების მართვის სააგენტოს (BNPB) პრესსპიკერის განცხადებით, პაპუას პროვინციაში ინტენსიური წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო ბოლო მონაცემებით 89 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 159-მდე გაიზარდა.

სტიქიის ზონაში ჯერ კიდევ 74 ადამიანი დაკარგულად ითვლება, რომლების სამძებრო-სამშაველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური პირების განცხადებით სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი ჟაიაპურა დაზარალდა.

რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 1613 პერსონალია ჩართული. ტროპიკული კლიმატის მქონე ინდონეზიაში გადაუღებელი წვიმების გამო წყალდიდობა და მეწყერი ხშირად ხდება.

წყარო: trt.net.tr
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər