პაპუას პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
15:30 / 20.03.2019
პაპუას პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის
შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება.
ინდონეზიის პაპუას პროვინციაში მომხდარი
წყალდიდობის შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 89-მდე
გაიზარდა.
ინდონეზიის, ეროვნული კატასტროფების მართვის სააგენტოს (BNPB)
პრესსპიკერის განცხადებით, პაპუას პროვინციაში ინტენსიური წვიმების
შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო ბოლო მონაცემებით 89 ადამიანი
დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 159-მდე გაიზარდა.
სტიქიის ზონაში ჯერ კიდევ 74 ადამიანი დაკარგულად ითვლება, რომლების
სამძებრო-სამშაველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური
პირების განცხადებით სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი ჟაიაპურა
დაზარალდა.
რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 1613 პერსონალია ჩართული.
ტროპიკული კლიმატის მქონე ინდონეზიაში გადაუღებელი წვიმების გამო
წყალდიდობა და მეწყერი ხშირად ხდება.
წყარო: trt.net.tr