დაზუსტებული ინფორმაციით, მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11 კილომეტრში მოხდა
დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11 კილომეტრში, ქალაქ დმანისიდან 33 კმ-ში მოხდა.

ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრა თბილისის დროით 14:21 საათზე მოხდა და მისმა სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრა საქართველოში მოხდა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər