საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
22:46 / 22.08.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-
სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ყალბი 100 ლარიანი კუპიურების
დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქ. თბილისში მდებარე
სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, გაასაღეს ჯამში 900 ლარის ოდენობის
ყალბი 100 ლარიანი კუპიურა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 2 ცალი ყალბი
100 ლარიანი კუპიურა, ასევე, ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი
ტექნიკური მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე
მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას 7-დან - 10 წლამდე ვადით.