სარფში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“,
არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე
კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების
გ.ი.-სა და ზ.ჰ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების
შედეგად, საერთო ჯამში, 7 703.194 ლარის ღირებულების არადეკლარირებული
ოქროსა (91.27 გრამი) და ვერცხლის (5.68 გრამი) ნაკეთობები
გამოავლინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის
შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი
ჯარიმა, საერთო ჯამში 7 703.194 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
წყარო: rs.ge