მასწავლებლობის მსურველთა 74%-მა საგნის გამოცდა ვერ ჩააბარა
2019 წლის პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე, მასწავლებლობის მსურველი 10 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბარიერის გადალახვა მათმა 74%-მა ვერ შეძლო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძის განცხადებით, გამოცდაზე სულ 8000-მდე მსურველი გავიდა.

„საინტერესო მონაცემებია, პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მასწავლებლების და მასწავლებლობის მსურველების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, პირველი შემთხვევა იყო, რომ 10-ათასამდე მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა, გამოცდაზე გავიდა 8000-მდე ადამიანი და მათმა 26%-მა მიიღო 10 კრედიტი, რომელიც ნიშნავს, რომ წარმატებით გადალახა ბარიერი“- განაცხადა ირინა აბულაძემ ეთერში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დაახლოებით 31 500 აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 10 000 მასწავლებლობის მსურველი იყო, 20 000-ზე მეტი კი – პრაქტიკოსი პედაგოგი.

მოქმედი პედაგოგების ნაწილს, ანუ პრაქტიკოსებს, სტატუსის ასამაღლებლად მხოლოდ რამდენიმე კრედიტქულის აღება სჭირდებოდათ და მათთვის აუცილებელი არ იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა, რაც შეეხება მასწავლებლობის მსურველებს, მათ აუცილებლად უნდა დაეძლიათ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რითაც 10 კრედიტქულას და შესაბამისად მასწავლებლის სერტიფიკატსაც იღებენ.

იხილეთ მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებოს 2019 წლის გამოცდების – საბოლოო შედეგები

წყარო: edu.aris.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər