საქართველოში ხახვი გაძვირდა
ბოლო დღეებში ხახვის მწარმოებელ ქვეყნებში პროდუქციაზე ფასი არაპროგნოზირებადი გახდა. განსაკუთრებით ხახვის იმ სახეობებზე, რომლის გრძელვადიან პერიოდში შენახვა არ შეიძლება. East-Fruit-ის ინფორმაციით, ფერმერები იძულებულები გახდნენ, რომ ფასები შეემცირებინათ. ამრიგად, East-Fruit-ის პროექტის რეგულარულ მონიტორინგში შემავალ ბევრ ქვეყანაში, ხახვის ფასები ან არ იცვლებოდა მიმდინარე კვირაში, ან კვლავ შემცირდა.

ერთადერთი აღმოჩნდა საქართველო, სადაც ხახვი გაძვირდა. ფასმა ერთ კილოგრამზე 0,24 ცენტიდან 0.27 ცენტამდე მოიმატა. ფასები არ შეცვლილა უკრაინაში (0,20 ცენტი) და მოლდოვაში (0,28 ცენტი). პოლონეთში ხახვი 0,37 ცენტიდან 0, 33 ცენტამდე შემცირდა, ბელორუსში კი 0,26 ცენტიდან 0,19 ცენტამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ East-Fruit-ის პროექტის რეგულარულ მონიტორინგში შემავალ ქვეყანებში ყველა ძვირი ხახვი პოლონეთში ღირს - 0.33 ცენტი.

წყარო: BPN
Print