20-მდე სკოლაში სწავლა 2 კვირის დაგვიანებით დაიწყება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20-მდე სკოლაში სწავლა 16 სექტემბერს არ დაიწყება.

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ სკოლებში სასწავლო წელი 2 კვირის დაგვიანებით დაიწყება, გაცდენილი საათები კი შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება.

წყარო: bm.ge
Print