„გამარჯვებული საქართველო“ ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, სასამართლოს გირაოს სახით ნახევარ მილიონ ლარს სთავაზობს
ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრებმა გადავწყვიტეთ, სასამართლოს გირაოს სახით 500 000 ლარი შევთავაზოთ, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გურამ ჩალაგაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე მიუთითებს, რომ პირადად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არის დაინტერესებული ოქრუაშვილის პატიმრობით.

„ოქრუაშვილმა ივანიშვილის ხელისუფლებას შეუქმნა მნიშვნელოვანი საფრთხე და სწორედ ამის გამო დააპატიმრეს. ეს არის მიზეზი, რომ მას მოსამართლე არანაირი პირობით არ გაათავისუფლებს მომდევნო სასამართლო პროცესზე. მისმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, სასამართლოს გირაოს სახით 500 000 ლარი შევთავაზოთ. ასეთი თანხის გირაო დღემდე, მხოლოდ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის და ავთო წერეთლის მიმართ იქნა გამოყენებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ივანიშვილს ოქრუაშვილი მხოლოდ ციხეში სჭირდება და არც ამ თანხის გირაოს სანაცვლოდ აპირებს მის გათავისუფლებას. ბიძინა ივანიშვილმა დაინახა მასში ნომერ პირველი მტერი, რომელსაც შეუძლია და შეძლებს ეს ხელისუფლება გაუშვას პოლიტიკურ სანაგვეზე“, – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

ამასთან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩალაგაშვილმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ გურამ დონაძეს ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებას სთავაზობდნენ.

„რობაქიძის საქმეზე მატროსოვის ციხეში მყოფ გურამ დონაძეს, გათავისუფლების სანაცვლოდ, სთავაზობდნენ ცრუ ჩვენების მიცემას ოქრუაშვილის წინააღმდეგ. სასურველი შედეგის ვერ მიღების შემდეგ, პროკურატურამ გავრილოვის ღამის გამო დაკავებულ რამდენიმე ადამიანსაც შესთავაზა საპროცესო გარიგებით გათავისუფლება, თუ ისინი ცრუ ჩვენებას მისცემენ ირაკლი ოქრუაშვილის და ნიკა მელიას წინააღმდეგ“,
– განაცხადა ჩალაგაშვილმა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər