“ძალიან მდარე შთაბეჭდილება დამრჩა” – ვოლსკი ხაზარაძის მოძრაობაზე
“ძალიან მდარე შთაბეჭდილება დამრჩა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაზე საუბრისას.

ვოლსკის თქმით, ის ხაზარაძის მოძრაობას სერიოზულად არ აფასებს.

“მართალი გითხრათ, არ მოველოდი ასეთ ბიბლიურ, მისტიურ, ლირიული წარმოდგენა ჰქონდა – ლელო, საქართველო, პოეზია… მე უფრო მეტს მოველოდი. მე ძალიან მდარე შტაბეჭდილება დამრჩა და მეტი კომენტარი არა მაქვს. მომავალში ვნახოთ, როგორ განავითარებს”, – განაცხადა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძემ თანამოაზრეებთან ერთად დღეს, 12 სექტემბერს, დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო”, სამომავლოდ კი პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər