თბილისში 15 წლის მოზარდი დაჭრეს
თბილისში, გლდანში 15 წლის მოზარდი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

უწყების თქმით, დანაშაულისთვის ცხელ კვალზე ერთი სრულწლოვანი პირია დაკავებული. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 19 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər