ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის
სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების
მოცულობამ 149,8 მლნ აშშ დოლარი (444.0 მლნ ლარი)
შეადგინა,
რაც
13, 9%-ით (18, 3 მლნ აშშ დოლარით) მეტია გასული წლის ანალოგიური
პერიოდის მაჩვენელბელზე. 2018 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული
ფულადი გზავნილების მოცულობა 131,4 მლნ აშშ დოლარი იყო.
ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი
გზავნილების 94,0% იმ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორზე მოდის, საიდანაც
ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს
გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი
გზავნილების 94,3% მოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფულადი გადმორიცხვებით კვლავ რუსეთი
ლიდერობს (24,4%), რომელსაც იტალია (14,07%) და საბერძნეთი (10,63%)
მოსდევენ.
„ბიზნესრესნიუსი“ წარმოგიდგენთ ტოპ-10 ქვეყანას, საიდანაც
საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- რუსეთი - 36,299 მლნ აშშ
დოლარი
- იტალია - 21,075 მლნ აშშ
დოლარი
- საბერძნეთი - 15,922 მლნ აშშ
დოლარი
- აშშ - 15,392 მლნ აშშ
დოლარი
- ისრაელი - 13,551 მლნ აშშ
დოლარი
- თურქეთი - 8,181 მლნ აშშ
დოლარი
- გერმანია - 4,377 მლნ აშშ
დოლარი
- უკრაინა - 4, 275 მლნ აშშ
დოლარი
- ესპანეთი - 3, 479 მლნ აშშ
დოლარი
- ყაზახეთი - 2, 927 მლნ აშშ
დოლარი
რაც
შეეხება საქართველოდან გადარიცხულ ფულად მოცულობებს, სებ-ის
მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 20,5
მლნ აშშ დოლარი (60,7 მლნ ლარი ) გაიგზავნა, რაც გასული წლის
ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 6,5%-ით მეტია. 2018
წლის სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში გადარიცხული თანხა 19,2 მლნ
აშშ დოლარს შეადგენდა.