გადაყვანილი მგზავრების მიხედვით, საავიაციო ბაზარზე „ვიზეარი“ ლიდერობს
საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი
ავიაკომპანიების პროცენტული წილების მიხედვით, 2019 წლის 9 თვის
მონაცემებით კვლავ „ვიზეარი“ (Wizz Air) ლიდერობს.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის
15-პროცენტიან წილს ფლობს. 11-პროცენტიანი წილობრივი მაჩვენებლებით
მეორე და მესამე ადგილზე Turkish Airlines-ი და Georgian Airways-ი
არიან.
რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი
მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული
ასეთია: ავიაკომპანია Wizz Air – 592 988 მგზავრი 15%; ავიაკომპანია
Turkish Airlines – 443 932 მგზავრი 11%; ავიაკომპანია Georgian
Airways – 435 208 მგზავრი 11%; ავიაკომპანია Ural Airlines – 190 341
მგზავრი 5%; ავიაკომპანია Pobeda Airlines – 180 684 მგზავრი 4%;
ავიაკომპანია Ukraine International Airlines (UIA) – 168 672 მგზავრი
4%; ავიაკომპანია Fly Dubai – 166 259 მგზავრი 4%; ავიაკომპანია
Pegasus – 135 494 მგზავრი 3%; ავიაკომპანია Air Arabia – 107 535
მგზავრი 3%; ავიაკომპანია SkyUp Airlines – 115 070 მგზავრი 3%.
პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის
შემდეგია – 12% ქართული ავიაკომპანიები (488 317 მგზავრი) და 88%
უცხოური ავიაკომპანიები (3 569 002 მგზავრი). რეგულარული და
მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შედეგად, 2019 წლის ცხრა თვეში
გადაყვანილია 4 057 319 მგზავრი. ერთჯერადი ჩარტერების ჩათვლით,
საქართველოს აეროპორტები სულ 4 139 955 მგზავრს მოემსახურა.
2019 წლის 6 თვის, ასევე ავიაკომპანიების გასული წლების წილობრივი
თანაფარდობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ვებგვერდზე.