ერდოღანმა ტრამპის წერილი “ნაგავში მოისროლა“ – BBC
BBC
წერს , რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა “ნაგავში
მოისროლა“ დონალდ ტრამპის წერილი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი თურქ
კოლეგას მოუწოდებდა, არ ყოფილიყო მაგარი ბიჭი და არ ყოფილიყო
სულელი.
ტრამპმა ერდოღანს წერილი სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
გაუგზავნა და მასში არაფორმალური ლექსიკა გამოიყენა.
BBC-ის თქმით, თურქეთის პრეზიდენტთან მიახლოებულმა წყარომ განაცხადა,
რომ ერდოღანმა წერილში არსებული შეთავაზებები “კატეგორიულად
უარყო“.
წერილის მიღების დღეს, თურქეთმა მორიგი შეტევა წამოიწყო ჩრდილოეთ
სირიაში.
“ნუ იქნები მაგარი ბიჭი. ნუ იქნები სულელი! მოგვიანებით დაგირეკავ.“ –
ნათქვამია ტრამპის წერილში.
საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტთან დაახლოებულმა წყარომ BBC-ის
განუცხადა: “პრეზიდენტმა ერდოღანმა მიიღო წერილი, კატეგორიულად უარყო
და ნაგავში მოისროლა“.