დადიანზე ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულია 3
თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოავარიას
ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 პირი კი დაშავდა.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში
განუცხადეს, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს,
რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის
დარღვევას გულისხმობს.