შსს-მ გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
16:18 / 11.12.2019
„ევროპული საქართველოს” წევრების გიგი უგულავასა
და გოკა გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთ სამინისტრომ
გამოძიება
ძალადობის მუხლით დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, უგულავა,
გაბაშვილი და ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირი საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტში იმყოფებიან.
შსს-ს ცნობით, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა და საქმეზე მოკვლევა
მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს თბილისის
საერთაშორისო აეროპორტში დაესხნენ.